weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რუსთავი 2“ კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას თვითგამოხატვის ფორმას – გვარამია

23:49 კვირა, 07 ივლისი 2019

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეარხი კატეგორიულად არ იზიარებს იმ ფორმას, რა ფორმითაც გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხტა.

„ეს არხი თავისი ედიტორიალით მთავარ დაცვის ინტერესად მიიჩნევს სამშობლოს - საქართველოს და შესაბამისად, ყოველგვარ თავდასხმას მის ნომერ პირველ მტერზე, ვლადიმერ პუტინზე, მიიჩნევს გამართლებულად.

მეორე, არხის ეთერში თვითგამოხატვას აქვს თავისი ფორმები და წესები. ეს წესები მეც დამირღვევია, მაგრამ ამ ე.წ. დარღვევასაც აქვს თავისი ფორმა, წითელი ხაზები და ასევე, საჭიროებს გემოვნებას და ზომიერებას. გინებაც შესაძლებელია ზომიერების ფარგლებში და ისე, რომ ის უფრო მეტად მოხვდეს მიზანში ვიდრე იმ ფორმით, რა ფორმითაც მოვისმინეთ.

არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას.

მიიჩნევს რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც ძალიან მაღალ სტანდარტს. ეს არის ნომერ პირველი არხი საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს რუსეთთან გიორგი გაბუნიას დამოკიდებულებას (ამ შემთხვევაში ის არ იქნებოდა ამ არხის წამყვანი სახე თუ მთავარი არა), მიუხედავად იმისა, რომ მიიჩნევს, რომ მას პირადად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და პრო-ევროპული მიმართულებით საქართელოს წაყვანაში აქვს ძალიან დიდი შრომა გაწეული, ისევე, როგორც ამ არხის ყველა ჟურნალისტს, წამყვანს და ა.შ., ამ არხის ფარგლებში ამგვარი თვითგამოხატვა არხს მიაჩნია კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებლად არხის სტანდარტებისა და ედიტორიალისთვის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ საკითხზე ტელეარხის თვითრეგულირების ორგანოში იმსჯელებენ და აუცილებლად მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას.

„ეს იყო საავტორო ტექსტი, ეს არის საავტორო გადაცემა და მასში ჩარევა არ ხდება. ეს არხის პოზიციაა, მაგრამ ეს თავისუფლება, რომელსაც არხი განიჭებს ითვალისწინებს პასუხისმგებლობასაც არ დააზიანო არხი, მისი სარედაქციო პოლიტიკა და ის, თუ როგორ გამოიყურება არხი“, – აღნიშნა გვარამიამ.

გიორგი გაბუნიამ დღევანდელი გადაცემა რუსულ ენაზე ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. მისი განცხადებები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამც დაგმო. ქარტიის შეფასებით, გაბუნიას „არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები“ არა მარტო ეთიკურ მედიას აზარალებს, არამედ აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]