weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში „ღირსების მარშის“ ჩატარება შესაძლოა კიდევ გადაიდოს

10:50 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარში“ შესაძლოა დღეს აღარ გაიმართოს. ამის მიზეზად მსვლელობის დროის და ადგილის შესახებ ინფორმაციის გაჟონვა სახელდება, რის გამოც რადიკალური ჯგუფების წევრებმა კონტრაქციის ორგანიზება დაიწყეს.

არსებული ინფორმაციით, „ღირსების მარში“ დღეს, 09:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უნდა დაწყებულიყო. დილიდან სამინისტროსთან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიური მოძრაობის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მათი მხარდამჭერები მივიდნენ.

„არანაირი პრაიდი საქართველოში არასდროს არ ჩატარდება. რადგან დაანონსებული იყო, რომ აქ აპირებდნენ შეკრებას, მოვედით. ჩვენ არ დავიღლებით და უკან არ დავიხევთ. აქედან მივდივართ ვერის ბაღში. ვერის ბაღში მოვა უამრავი ჩვენი მხარდამჭერი. დაველოდებით ადგილს და დროს ე.წ. პრაიდის ჩატარებისა და სადაც არ უნდა იყო ის, იქიდან დავიძვრებით და აღარ ჩავატარებინებთ“, – განაცხადა ვასაძემ.

„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიება – „ღირსების მარში“ 22 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო ტალღის გამო, გადაიდო. ღონისძიების ორგანიზატორებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მარში დღეს, 8 ივლისს ჩატარდებოდა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]