weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მირზა სუბელიანი ციხიდან გამოვიდა

11:12 ორშაბათი, 08 ივლისი 2019
ფოტო © 1tv.ge ფოტო © 1tv.ge

პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებულმა მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავა. მას ბრალად 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობა ედებოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) გადააკვალიფიცირა და სუბელიანი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, მირზა სუბელიანს ერთი წლითა და ერთი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]