weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ თივში თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნება

15:58 კვირა, 16 ივლისი 2017

ყვარლის რაიონის სოფელ თივში თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნება. ბიბლიოთეკა ინტერნეტითა და კომპიუტერებით სექტემბერში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში მოეწყობა. პროექტი ყვარლის რაიონში პირველად ხორციელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ხორციელდება სწორედ ისეთ სოფლებში, სადაც არ არსებობს წვდომა ინტერნეტთან და ინფორმაციასთან. ეს ბიბლიოთეკა კი, საშუალებას მისცემს სოფლის მცხოვრებლებს ისარგებლონ ბიბლიოთეკის, როგორც ერთგვარი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის შესაძლებლობებით“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

თივში ბიბლიოთეკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. როგორც „რეგინფოს“ ახალსოფლის თემში გამგებლის წარმომადგენელმა გივრიზ სამყურაშვილმა უთხრა, აღდგენილი ბიბლიოთეკა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

სოფელი თივი ახალსოფლის თემში შედის და ეროვნებით ხუნძებით (ავარიელები) არის დასახლებული. სოფელი 1960-იან წლებში დაარსდა. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით, თივში მუდმივად 327 ადამიანი ცხოვრობს. 2002 წელს კი 1005 ადამიანი ცხოვრობდა. მაცხოვრებლების დიდი ნაწილი საცხოვრებლად დაღესტანში გადავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]