weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩატარდა

23:01 ორშაბათი, 08 ივლისი 2019
ფოტო © Netgazeti.ge ფოტო © Netgazeti.ge

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, ლგბტ აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ღირსების მარში“ ჩაატარეს. მსვლელობის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს, რომელმაც, მათი თქმით, ისინი არ დაიცვა და მოძალადე ჯგუფებს შეატოვა.

ლგბტ აქტივისტის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, „თბილისი პრაიდი“ შედგა.

„თბილისი პრაიდი შედგა! ყველა იმ საშინელების მიუხედავად, რისი გავლაც გასული კვირების განმავლობაში მოგვიწია. სამივე ღონისძიება, რაც დაგეგმილი იყო, მშვიდობიანად დასრულდა და იმისიც მჯერა, რომ მარათონული 5-თვიანი პროცესის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით წინ. მომავალ წელს უფრო მეტნი ვიქნებით! უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დღეს რისკების მიუხედავად ჩვენ გვერდით იდგა“, – განაცხადა თაბაგარმა.

„თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიება - „ღირსების მარში“ 22 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

თავდაპირველად მარშის გამართვა 8 ივლისს, დილით იგეგმებოდა, თუმცა, ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ღონისძიება საღამოსთვის გადაიტანეს.

ღირსების მარშის ჩაშლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვერის ბაღში დილიდან შეიკრიბნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრე ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები და სასულიერო პირები. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება და „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ შემუშავება მოითხოვეს. სწორედ მათი აქციის პარალელურად გაიმართა „ღირსების მარში“ შს სამინისტროსთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]