weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს – გურამ ფალავანდიშვილი

11:40 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

„დაშლა გვინდა, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს“, – ამის შესახებ ჰომოფობიური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები.

ფალავანდიშვილის თქმით, დეოკუპაციის მოთხოვნით აქციას ხელს აღარ შეუშლიან.

„აქ დგომა არ ყოფილა ჩვენ მიზანი, ჩვენი მიზანი შესრულებულია, პრაიდი არ ჩატარდა, დეოკუპაცია და გახარია მე არ მაინტერესებს. შეიძლება, ზოგი დარჩეს, ზოგს პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, ჩემზე გულიანი კაცი იყოს. ვფიქრობ, ზედმეტია, არ არის საჭირო. მე ალბათ წავალ. შეიძლება ბიძინას სახლთან გადავიდეთ, რათა არ შევუშალოთ ხელი დეოკუპაციის აქციას“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

გუშინ პარლამენტის წინ „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, რის გამოც 20 ივნისიდან მიმდინარე აქციების მონაწილეებს ადგილზე მისვლის საშუალება არ მიეცათ. ისინი თავდაპირველად პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, შემდეგ კი, ოკუპაციის მუზეუმთან გადაინაცვლეს და აქცია იქ გამართეს. ორი აქცია ერთმანეთისგან პოლიციის კორდონით იყო გამიჯნული.

როგორც ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, პოლიციასთან შეთანხმება შედგა და დღეს, აქციის მეოცე დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის კიბეებთან მისვლის საშუალება ექნებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]