„გავეცანით დაშავებულების მდგომარეობას. ანსამბლის ხელმძღვანელს თავისა და გულმკერდის არეში ტრავმა აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიდურის გადაუდებელი ამპუტაცია ჩაუტარდა თანმხლებ პირს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 20-მდე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი საქართველოში დღეს დაბრუნდებიან“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
თურქეთში, ქალაქ გირესუნთან დღეს ავტობუსი გადაბრუნდა, რომლითაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია.