weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ვარკეთილში კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარა შეაგდეს – დაშავდა სამი ადამიანი

12:30 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში წუხელ ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

კორპუსის მცხოვრებლები ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ აფეთქებას წინ სავარაუდოდ ბიჭებს შორის კამათი უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, ასევე 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]