კორპუსის მცხოვრებლები ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ აფეთქებას წინ სავარაუდოდ ბიჭებს შორის კამათი უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, ასევე 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.