weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში განათლების მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლისას ბანერი ჩამოვარდა

14:47 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019

ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის პროექტის პრეზენტაციაზე, იმ დროს როდესაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე სიტყვით გამოდიოდა, ბანერი ჩამოვარდა. მინისტრის მოადგილემ განზე გადგომა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.

„ეს მივიღოთ როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ“, - განაცხადა აბულაძემ ტრიბუნასთან დაბრუნების შემდეგ.

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით შენდება. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1 500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე, ასევე, 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობის დასრულება სამ წელიწადში იგეგმება.

„ახალი კამპუსი სრულიად ჯდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების ქალაქების კონცეფციაში, რომელიც გულისხმობს ერთ სივრცეში როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ასევე თანამედროვე საბიბლიოთეკო, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ლაბორატორიების არსებობას“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]