ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამიას განცხადებები იწვევს „რუსთავი2“-ის დისკრედიტაციას და ტელეარხისადმი ნდობისა და პატივისცემის დაკარგვას.
„მიგვაჩნია, რომ შეგნებულად არის ასეთი სარედაქციო პოლიტიკა ხელმძღვანელის მიერ არჩეული. ეს არის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. მიგვაჩნია, რომ დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს. თუ ამაში დანარჩენი პარტნიორები მხარს არ დაგვიჭერენ, ეს იქნება მათი ერთობლივი ბრალი“, - ციტირებს ადვოკატის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“.
„რუსთავი2“-ის პარტნიორთა კრება დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.