weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი მეორედ ჩავარდა

10:41 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ვერც მეორე კონკურსის შედეგად აირჩია. კენჭისყრა 10 ივლისს გაიმართა, თუმცა მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატიდან, დირექტორობისთვის საჭირო 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

კონკურსის პირველ ტურში 12 კანდიდატი  მონაწილეობდა.  ხმები ასე გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე - 2 ხმა; თინათინ ცისკარაძე - 2 ხმა; შოთა გურაბანიძე - 1 ხმა.

მეორე ტურში გადასულმა მერაბ წულუკიძემ და თინათინ ცისკარაძემ კვლავ ორ - ორი ხმა მიიღეს, მეხუთე ბიულეტენზე კი ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი და გვარი ეწერა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. პირველ მცდელობაზე, 31 მაისს, კონკურსი ჩავარდა, რადგან დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან დირექტორობისთვის საჭირო 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი მესამედ რომ გამოცხადდეს, საბჭო რიგგარეშე სხდომაზე 12 ივლისს შეიკრიბება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]