weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყაზბეგში საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს სომხეთის მოქალაქე ცემეს

11:04 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

9 ივლისს, სტეფანწმინდის საავადმყოფოში, ტრავმით შეყვანილი იქნა სომხეთის მოქალაქე მ.მ, რომელმაც საავადმყოფოში გამოკითხვაზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ტრავმა საყოფაცხოვრებო სიტუაციაში, ავტომობილიდან გადმოსვლის დროს წაქცევის შედეგად მიიღო. მან პოლიციელებთან გასაუბრებისას რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი უარყო.

„სომხეთის მოქალაქის მიერ მიცემული ინფორმაციის მიუხედავად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. ამ ეტაპზე, დგინდება რომ სომხეთის მოქალაქე მ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანება სავარაუდოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მიაყენეს. დანაშაულის ჩამდენი პირის, ან პირების დადგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - განაცხადეს შსს-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]