weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მუშები ისევ გაიფიცნენ

11:50 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია „დემირიოლსერვისს“ 60-ზე მეტი თანამშრომლისთვის ოთხი თვის ანაზღაურება აქვს გადასახდელი.

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები იგივე მოთხოვნით 3 ივლისსაც გაიფიცნენ. კომპანიის წარმომადგენელი მაშინ მათ დაპირდა, რომ სახელფასო დავალიანება 10 ივლისამდე დაიფარებოდა. მუშების თქმით, პირობა არ შესრულდა. ამიტომ მათ ტექნიკა და ქვის სატეხი საამქროც გააჩერეს.

„ამხელა საერთაშორისო პროექტია, ჩვენ კიდევ ოთხი თვის ხელფასს არ გვაძლევენ და გვატყუებენ“ - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ერთ-ერთი მუშის კომენტარს.

კომპანია „დემირიოლსერვისის“ წარმომადგენლის განმარტებით, მუშებს ანაზღაურებას კვირის ბოლომდე მისცემენ, 1-ლი აგვისტოდან ახალციხე-მარაბდის მონაკვეთზე სამუშაოებს კი სხვა კომპანია - „ფოლადი“ გადაიბარებს.

​ ​

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]