მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.
დღესასწაულით სრულდება მარხვა, რომელიც წელს 24 ივნისს დაიწყო. ხვალ კი მართლამდიდებელი ეკლესია ქრისტეს 12-ვე მოციქულის ხსენებას დღესასწაულობს. ტრადიციულად საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, რომელიც მოციქულების სახელობისაა.