weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს რკინიგზის განცხადება აბაშის სადგურთან მომხდარ ინციდენტზე

20:01 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

11 ივლისს, დილით „საქართველოს რკინიგზის“ აბაშის სადგურის საფეხმავლო ხიდზე რკინიგზის თანამშრომლებთან რამდენიმე აქტივისტსა და ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზამ“ მყისიერად გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ აქტივისტების მიერ ტერიტორიაზე ქმედებები განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების სრული უგულვებელყოფით.

მიუხედავად ამისა ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა მოახდინა საკითხის პოლიტიზირება და დეზინფორმაცია გაავრცელა.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მაღალი ძაბვის ქსელში გამავალი მუდმივი დენი 3300 კ/ვოლტია და მსგავსი აქტივობები, კერძოდ ხიდიდან დიდი ზომის ბანერების/პლაკატების გადაკიდება შესაძლებელია სავალალო შედეგებით დასრულდეს. აქტივისტებისა და ჟურნალისტების გაფრთხილების მიუხედავად, ისინი არ დაემორჩილნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების მითითებებს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან დადაიცვან უსაფრთოების ზომები. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემების პოლიტიზირება და  დეზინფორმაციის გავრცელება.

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]