weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

გორის საკრებულო ერთ-ერთ ქუჩას მოკლული 9 წლის ბავშვის სახელს ანიჭებს

16:59 პარასკევი, 12 ივლისი 2019

გორში სასტიკად მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელი, სავარაუდოდ, ქალაქის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მიენიჭება. ეს გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საკითხს მხარი საკრებულოს 32 დეპუტატიდან 28-მ დაუჭირა, სამმა განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირმა ამბარდნიშვილმა ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი თქვა.

ქუჩა, რომელსაც მოკლული ბავშვის სახელი ეწოდება, წმინდაწყლის დასახლებაში, კაჩინსკებსა და გალუსტაშვილის ქუჩებს შორის მდებარეობს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „რეგინფოსთან“ განმარტა, რომ საკრებულოს დადებითი პასუხი გადაეგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ნანიკო ბერიაშვილის სახელი მიენიჭება იმ ქუჩას, სადაც გაიზარდა. ამ თხოვნითა და ხელმოწერებით მეზობლებმა მოგვმართეს და უარს ვერ ვეტყოდით.

რაც შეეხება მიზანშეწონილობას, ეს ბავშვი ძალადობის მსხვერპლია და ჩემი აზრით, ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭებას პრევენციული ხასიათი ექნება, რომ მომავალშიც არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი. შეიძლება პატარა ბავშვებმა ვერ გაიგონ რატომ დაერქვა ქუჩას ეს სახელი, მაგრამ გაიზრდებიან და მიხვდებიან“, – ამბობს რაზმაძე.

გორში მცხოვრები 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმე საათში ბავშვის ცხედარი წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას ნახეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

სამართალდამცველებმა 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოგვიანებით მას ბრალი 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. გორის რაიონულმა სასამართლომ ნებიერიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]