weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ

17:35 პარასკევი, 12 ივლისი 2019
ფოტო © 1tv.ge ფოტო © 1tv.ge

თელაველი და გურჯაანელი მევენახეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების გასაპროტესტებლად გომბორის გადასახვევთან შეიკრიბნენ. როგორც ისინი ამბობენ, გვარამიამ ღვინოზე ნათქვამი სიტყვებით, შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ კახეთს, არამედ მთლიან საქართველოს. ისინი აქციის გამართვას თბილისში, „რუსთავი 2“-თან აპირებენ.

ნიკა გვარამიამ 9 ივლისს, გადაცემაში „კვირის აქცენტები“ რუსეთის მიერ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგოს შესაძლო დაწესების შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

„გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია.

ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის დირექტორმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია. მანამდე, იმავე დღეს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მთავრობას მისცა რეკომენდაცია, საქართველოდან ღვინისა და მინირალური წყლების იმპორტის აკრძალვის, ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეზღუდვის შესახებ.

საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 20 ივნისიდან თბილისში ანტისაოკუპაციო გამოსვლები დაიწყო. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში, ვლადიმერ პუტინის მისამართით არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]