weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ხელფასები გაიზარდეს

22:23 პარასკევი, 12 ივლისი 2019
ფოტოზე საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი ფოტოზე საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება გაიზარდა. საბჭოს 5 წევრის ჰონორარებზე თვეში, ჯამში, 15 475 ლარი დაიხარჯება.

მრჩეველთა საბჭოს 11 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის – 3 100 ლარი, ხოლო წევრების (იგივე მრჩევლების) – 3 025 ლარი (სულ სამი წევრი).

საბჭოს ახალი გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ჰონორარის სახით 2 900 ლარს იღებდა, მოადგილე – 2 700 ლარს, ხოლო წევრი – 2 625 ლარს.

ანაზღაურება გაეზარდათ მრჩეველთა საბჭოს აპარატის წევრებსაც. მრჩეველთა საბჭოს აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერის ჰონორარი 2 450 ლარია, ხოლო აპარატის საქმისწარმოების მენეჯერის – 1900 ლარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტი 267 915 ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]