აგვისტო 23, 2019
weather cur horoscope tv

რუსთავი–თბილისის მაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა

13:58 შაბათი, 13 ივლისი 2019 hits 159

რუსთავი–თბილისის მაგისტრალზე გუშინ ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, 60 წლის მამაკაცს „მინივენი“ დაეჯახა.

„მოვდიოდი თბილისიდან და შევნიშნე კაცი, რომელიც შუა გზაზე მოძრაობდა. რომ ავუქციე მხარი, წინ წავიდა, აქეთ წამოვედი და უკან გადმოდგა ნაბიჯი. შემთხვევაც ამ დროს მოხდა“, – განაცხადა მძღოლმა „ინფო რუსთავთან“.

მისივე ინფორმაციით, მგზავრები, რომლებიც ავტოავარიის დროს მანქანაში ისხდნენ, არ დაშავებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]