„მოვდიოდი თბილისიდან და შევნიშნე კაცი, რომელიც შუა გზაზე მოძრაობდა. რომ ავუქციე მხარი, წინ წავიდა, აქეთ წამოვედი და უკან გადმოდგა ნაბიჯი. შემთხვევაც ამ დროს მოხდა“, – განაცხადა მძღოლმა „ინფო რუსთავთან“.
მისივე ინფორმაციით, მგზავრები, რომლებიც ავტოავარიის დროს მანქანაში ისხდნენ, არ დაშავებულან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.