weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენ არ უნდა მივმართოთ ვერბალურ ესკალაციას – ზურაბიშვილი პუტინის გინებაზე

14:32 შაბათი, 13 ივლისი 2019

„მე ამის შესახებ ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. არ ვფიქრობ, რომ უნდა გავაგრძელო დისკუსია ერთი კონკრეტული ჟურნალისტის სიტყვების გარშემო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში, „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებაზე.

„თუმცა ვფიქრობ, რომ ზოგადად, ჩვენ არ უნდა მივმართოთ ვერბალურ ესკალაციას. ქართველებისთვის ეს არატიპიურია. ვიმეორებ, ვცხოვრობთ ძალიან რთულ რეგიონში, ჩვენს წინაშეა ძალიან დიდი გამოწვევები და ვერბალური ესკალაცია პრობლემებს არ წყვეტს. პრობლემების გადაწყვეტა გამოიხატება განვითარებაში, აყვავებაში, ევროპასთან კავშირების გამყარებაში და ევროპულ გზაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა 20 ივნისიდან რუსთაველის გამზირზე დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროტესტი სპონტანური იყო, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა.

„ამ პოლიტიზირებას ახლაც აქვს ადგილი. ჩემი თვალსაზრისით, ამის მიზეზია კონფლიქტის ღია ჭრილობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ჩვენში და ჩვენ ევროპელ პარტნიორებში უნდა იწვევდეს ღრმა შეშფოთებას. პრობლემების გადაუჭრელობა, გაყინული ვითარება - ადამიანები ვერ ეგუებიან ამას დიდი ხნის განმავლობაში.

ქართველები ამაყი ხალხია. საქართველოს ისტორია გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა დავარეგულიროთ. საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი. არსებულ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ მოაგვაროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან არ გაგვაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა უნდოდათ ჩვენამდე პროტესტის მონაწილეებს: ჩვენ ყველამ რაღაც უნდა ვიღონოთ. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად „ჟენევის ფორმატში“. ამ ფორმატმა თანდათან დაკარგა... არა, მნიშვნელობა არა, რადგან სხვა ფორმატი არ არის და ის ჩვენთვის უკიდურესად საჭიროა - თუმცა, საჭიროა, მისი ახალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა, რათა მან მართლა იმუშაოს. მან უნდა გადაწყვიტოს პრობლემები და არა მხოლოდ განიხილოს ტექნიკური ხასიათის საკითხები. სწორედ ასეთი იყო სიგნალი, რომელიც წამოვიდა საქართველოს ქუჩებში მყოფი პროტესტის მონაწილეებისგან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]