ავტოსაგზაო შემთხვევა 13 ივლისს, საღამოს მოხდა. ერთმანეთს სამი „მინივენი“ შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.