როგორც სოფელ კუმურდოს რწმუნებული არტურ კურგინიანი ამბობს, მამაკაცი ორი დღის წინ გაუჩინარდა და ყველგან ეძებდნენ. Jnews-ის ცნობით, მომხდარის შესაძლო მიზეზებზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს, თუმცა, ახალგაზრდებმა, რომლებიც გარდაცვლილს იცნობდნენ, თქვეს, რომ ცოტა ხნის წინ მან კაზინოში დიდი თანხა წააგო.
პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.