weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ – პრემიერი

11:12 ორშაბათი, 15 ივლისი 2019

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს პირველკლასელები უფასოდ მიიღებენ.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ქართულ სკოლაში დედა ენა დაგვებრუნებინა. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ „დედა ენას“, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და ეს წიგნი გვიყვარს ჩვენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელიც სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.

„აქ დაიბადა დიდი ქართველი ადამიანი, რომელმაც შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უსაყვარლესი წიგნი, ჩვენი „დედა ენა“; ადამიანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისტორიულ მისიაში, რასაც ერქვა ქართული ენის გავრცელება. [...] ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას.

ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი, შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რათა შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ჩვენი ენა და ანბანი. მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის სათაყვანებელი.

შემდეგ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულისწყრომა, სამართლიანი და ობიექტური. მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა, ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოსა და ქართული ენის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]