მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.
ვლაქერნობასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინეს.
ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ყოველი წლის 15 ივლისს აღნიშნავენ.