„ფაქტის შესწავლა დაწყებულია. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა დროულად შევძლოთ შეთანხმების მიღწევა“, – აცხადებს შსს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გარეჯში დაძაბული ვითარებაა, გუშინდელი დღიდან ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით, დაძაბულობის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს ტაძრებიდან ხატები გამოიტანეს, კელიებს კი ტუალეტად იყენებენ.
სამონატრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დემურ ნიჟარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განაცხადა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს.
„მათი თქმით, არ იციან იქიდან ხატების ამობრძანების გადაწყვეტილება ვინ მიიღო. მეორედ ამოვიდნენ და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს“, – განაცხადა დემურ ნიჟარაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.