weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეჯოში ძაღლს სავარაუდოდ ფეხები მოაჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს

15:46 ორშაბათი, 15 ივლისი 2019
ფოტოკადრი ვიდეოდან ფოტოკადრი ვიდეოდან

საგარეჯოში, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან, სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს. სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ვიდეოს ავრცელებს, ამბობს, რომ ძაღლს კიდურები აქვს მოჭრილი და დამწვარია.

ვიდეოს ავტორის თქმით, უკვე დარეკა პოლიციაში და რეაგირებას ითხოვს.

 

„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე, ფაქტის შესწავლა დაიწყო და ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხვები.

ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა  სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]