ბანაკის მიზანი მოზარდებში პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. სპორტული და შემეცნებითი აქტივობების საშუალებით, ბანაკის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ არაფორმალური განათლების მეთოდებს, გუნდური მუშაობის პრინციპებს და ემოციების მართვის სტრატეგიებს.
საგანმანათლებლო სესიებს უძღვებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ხედვა კახეთი“ ახალგაზრდა მუშაკები.
[R] თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია