weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლაში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნება მავნებლობა და უვიცობაა – ბერძენიშვილი

10:47 სამშაბათი, 16 ივლისი 2019

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნება მავნებლობაა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ“, – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ყველა პირველკლასელს გადაეცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]