შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.