weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისში 24-მეტრიან ავტობუსებს შემოვიყვანთ და მიკროავტობუსებს გავაახლებთ – კალაძე

14:49 სამშაბათი, 16 ივლისი 2019

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 18 და 24-მეტრიანი ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დედაქალაქში შემოვა უფრო დიდ გაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. რა თქმა უნდა, მათთვის მოეწყობა შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომ ამ ზომის ავტობუსებმა უპრობლემოდ და თავისუფლად შეძლონ გადაადგილება დედაქალაქის ქუჩებში. ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც დღეს ქალაქში კეთდება, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა მიკროავტობუსების განახლებისთვის.

„რაც შეეხება მიკროავტობუსებს, 2011 წელს იქნა მიკროავტობუსები შემოყვანილი და დღეს მათი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ყველანაირი რესურსი ამ მიკროავტობუსებს ამოწურული აქვთ, შესაბამისად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ კერძო კომპანიასთან, რათა მოხდეს ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. შედეგად დედაქალაქს ეყოლება ახალი მიკროავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]