weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მაშველებმა მყინვარწვერზე, ნაპრალში ჩავარდნილი ტურისტი გადაარჩინეს

17:07 სამშაბათი, 16 ივლისი 2019

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, 4000 მეტრის სიმაღლიდან, ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვის მოქალაქე ამოიყვანეს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა. ლიეტუველი ტურისტის დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფი. ლიეტუვის მოქალაქე 4000 მეტრის სიმაღლიდან ამოიყვანეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მაშველებმა ყაზბეგში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3200 მეტრზე, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქეც გადაარჩინეს. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

ორივე სამაშველო ოპერაციაში ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები მონაწილეობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]