weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

პედაგოგს შეეძლება გოგებაშვილის „დედა ენა“ ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ აირჩიოს

10:16 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილი განცხადებით, სკოლებში სხვადასხვა ავტორების ექვსამდე გრიფირებული „დედა ენის“ სახელმძღვანელო იქნება, პედაგოგს კი შეეძლება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ძირითად ან დამხმარე რესურსად გამოიყენოს.

„არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები , რომლებიც შეტანილია სკოლაში. ჩვეულებრივ პედაგოგები წყვეტენ რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ . გვაქვს „დედა ენის“ ექვსამდე სახელმძღვანელო სხვადასხვა ავტორების , რომლებითაც სკოლებში როგორც აქამდე , ისე გააგრძელებენ სწავლას. იაკობ გოგებაშვილსაც, მემგონი, აქვს უფლება, რომ სხვა ავტორების „დედა ენასთან“ ერთად, სკოლაში რომელი პედაგოგიც გადაწყვეტს და აირჩევს, როგორც ძირითად ან ასევე სხვა „დედა ენასთან“ ერთად დამატებით რესურსს, ისწავლებოდეს“, – განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.

ყველა პირველკლასელი სხვა სახელმძრვანელოებთან ერთად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენასაც“ უფასოდ მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]