წინასწარი პატიმრობის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის გათავისუფლებას 5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
პირველი არხის ინფორმაციით, ლევან იმერლიშვილი დუმილის უფელბას იყენებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 სექმებერს, 13:00 საათზე ჩაინშნა.
ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მან გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.
დაკავებულს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდქსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.