„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში“, – ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სად გაიზარდე, შვილო? კოლეგას მაინც ეცი პატივი, კითხვაზე მაპასუხებინეთ“; „დაწყნარდით ცოტა“, „ნუ უზრდელობ“ – ასე მიმართა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ტლევიზიის წარმომადგენელს, რომელიც მას შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით ეკითხებოდა.