weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, ბათუმის მიმართულებით ჯაზმატარებელი 19 ივლისს გავა

17:44 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

თიბისი სტატუსის ორგანიზებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ტრადიციული ჯაზმატარებელი თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 19 ივლისს, 08:45-ზე გავა.

ყველას, ვისაც ჯაზფესტივალის მინიმუმ ერთი ბილეთი აქვს, ბათუმში ჯაზმატარებლით ყოველგვარი საფასურის გარეშე შეუძლია გამგზავრება. ამისთვის მსურველებმა რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა გაიარონ - https://www.jazztrain.ge/

ჯაზმატარებლის მზაგვრებს თიბისი სტატუსისგან სიურპირზები, საჩუქრები და მუსიკალური მზგავრობა ელოდებათ.

ჯაზფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიხსნება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი - „The Funk Apostles“ ჩაატარებენ. 19 ივლისს, ჯაზფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“ დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი - „ინკოგნიტო“ დახურავს.

ფესტივალის განმავლობაში ბათუმში, „ივერია ბიჩი“ თიბისი სტატუსის სანაპიროდ გადაიქცევა. სანაპიროზე მოხვედრა სტატუსის მომხმარებლებისთვის 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი, სადაც დღის განმავლობაში ყველა დამსვენებლისთვის თიბისი სტატუსის საზღვაო საჩუქრები დარიგდება; 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, სპეციალურად გამოყოფილ ბარში, სასმელი უფასო იქნება; დღის სხვადასხვა მონაკვეთში კი სხვადასხვა მუსიკალური გაფორმებაა დაგეგმილი.

ჯაზფესტივალის ბილეთები იყიდება ონლაინ TKT.GE-ზე. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი მოქმედებს.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

 

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]