weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს – ქიბარ ხალვაში

13:21 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

ქიბარ ხალვაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეა, აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება. მისი თქმით, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას, რომელიც, მისი განმარტებით, კომპანიაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.

„არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით.

მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია“, – ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

ხალვაში იმედს გამოთქვამს, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები „ადეკვატურად შეხვდებიან“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]