weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

13:42 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლებრივად „წარმოუდგენელი, სკანდალური და უმძიმესია“.

„რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შეკისმომგვრელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელი, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად და არცთუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება არის წარმოუდგენელი, აბსოლუტურად.

სამწუხაროდ, მოთხოვნების არ დაკმაყოფილებასთან ერთად, სასამართლომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.

ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში. უბრალოდ, ეს ყველაფერი უნდა მივაწეროთ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას სრულად“,
– განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2017 წლის მარტში მიღებული დროებითი ღონისძიების გაუქმება, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას არ ნიშნავს.

„დროებითი ღონისძიება გაუმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2“-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად, ჩვენთვის, დაუშვებლად იქნა ცნობილი. მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გვარამიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]