weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

15:51 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს მიმართა და ტელეკომპანიის მესაკუთრედ დარეგისტრირება მოითხოვა. რეესტრმა ცვლილებები განცხადების მიღებიდან რამდენიმე წუთში ასახა.

შესაბამისი განცხადება საჯარო რეესტრში ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ შეიტანა.

„წარვადგინე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოვითხოვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა: ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“ უნდა დარეგისტრირდნენ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებად“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას მოსაზრებას, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება, ვიდრე სტრასბურგის გადაწყვეტილების ერთი ნაწილი არ გასაჩივრდება, უკანონოა, პაატა სალია აცხადებს:

„სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ არ აღსრულდეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არსებობს. არ ვთვლი, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. პირიქით, ვალდებულება აქვს საჯარო რეესტრს, იუსტიციის სახლს, მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, წილების რეგისტრაცია ქიბარ ხალვაშის სახელზე“.

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება. მისი თქმით, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას, რომელიც, მისი განმარტებით, კომპანიაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, აღსრულების შეჩერების ეს მექანიზმიც გაუქმდა.

„რუსთავი 2“ აპირებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივროს იმ ნაწილში, რომელიც სამართლიანი სასამართლოს, კერძოდ, მოსამართლეთა მიუკერძოებლობას ეხება. სწორედ ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს შვიდი მოსამართლიდან ერთს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]