weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციამ თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

15:34 ორშაბათი, 17 ივლისი 2017
თათია დოლიძე თათია დოლიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 16 ივლისს, „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებს, სადაც ისინი დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდობის 2016 წლის წარმომადგენელმა გაეროში თათია დოლიძემ 14 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართული „ქართველთა მარში“ გააკრიტიკა, რაც აქციის ორგანიზატორების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. გია კორკოტაშვილმა, კონსტანტინე მორგოშიამ, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა სოცილურ ქსელში ქალის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები გააკეთეს, რომლებიც მოგვიანებით, საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციის შემდეგ წაიშალა.

სისხლის სამართლის კოდექსით ჯგუფურად განხორციელებული მუქარა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 170-დან 200 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]