weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

6 მუნიციპალიტეტისთვის 8-10 მეტრიანი, დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენა იგეგმება

11:12 შაბათი, 20 ივლისი 2019

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის - ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის, ახალი ავტობუსები შეიძინოს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 19 მილიონი ევროა. ავტობუსების შესაძენად სესხს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოყოფს.

EBRD-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსების შეძენის მიზანია რეგულარული სერვისის შექმნა ავტობუსების პარკის განახლებითა და არსებული სატრანსპორტო კომპანიების შესაძლებლობების გაუმჯობესების ან ახალი კომპანიების ჩამოყალიბების გზით.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მის ფარგლებში მოხდება 8-10 მეტრიანი, ახალი, დიზელზე მომუშავე ავტობუსების და შესაბამისი სერვისების შეძენა; კორპორატიული განვითარების პროგრამის და ტრანსპორტის რეფორმის კვლევა.

ავტობუსების შესაძენად ტენდერი 2019 წლის მესამე კვარტალში უნდა გამოცხადდეს და მისი წარმატებით დასრულების და ბანკისაგან დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულება მეოთხე კვარტალში გაფორმდება.

პროექტის დასრულება 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]