ერთ-ერთმა დაშავებულმა გონება დაკარგა. ადგილზე მყოფმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფომდე პაციენტის მანქანით ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და დასახმარებლად ვერტმფრენი გამოიძახა.
მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და 1 მამაკაცი, ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის, ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება და მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.