weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა

17:47 კვირა, 21 ივლისი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა და გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არ დააკმაყოფილეს არხის ჟურნალისტების მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასა და საკადრო პოლიტიკაზე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობდა. ჟურნალისტების განმარტებით, ეს „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გარანტია უნდა ყოფილიყო.

პაატა სალია „კურიერისა“ და „პოსტ სკრიპტუმის“ გუნდს დღეს შეხვდა.

„შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია. მით უმეტეს იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დასაქმებულები. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ ნდობის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი ექნება და სხვა არაფერი“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების მესამე მოთხოვნას - არხის ახალმა მენეჯმენტმა არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას, პაატა სალიამ აღნიშნა:

„ისეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დროს, რამაც გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალება მისცეს და ეს იქნება მუდმივი, გაუთავებელი კომენტარების და დროის კარგვის საფუძველი. ჩვენ არ გვინდა, მე პირადად არ მინდა ამ გუნდთან მქონდეს ეს ურთიერთობა, რომ მესამე პირების საშუალებით ველაპარაკოთ ერთმანეთს. მე ვცდილობ დავანახო ამ ადამიანებს, რომ აქ ვარ მოსული იმისთვის, რომ კომპანია უფრო წარმატებული, რეიტინგული და ძლიერი იყოს და იმედი მაქვს, რომ დღითიდღე ამ ნდობას განვამტკიცებ და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ანალოგიური პასუხი იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით“, – განაცხადა სალიამ.

„რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მენეჯმენტს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გეგმა ორი დღის წინ შესთავაზეს. მათი განცხადებით, საზოგადოებრივ საბჭოში იქნებოდნენ უფლებადამცველი და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ქიბარ ხალვაშის მიერ შერჩეული ორი პირი. საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალ მენეჯმენტს არ შეეძლებოდა იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და პასუხს აგებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. გარდა ამისა, ჟურნალისტების გეგმის თანახმად, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე მორატორიუმი უნდა დაწესებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]