მეზობლების თქმით, ახალგაზრდა ქალი ნათესავის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.