ღონისძიების ფარგლებში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სოფელში აშენებულ ეკლესიაში პარაკლისი აღავლინა, დაჯილდოვდა სოფელ ხადორში მუდმივად მცხოვრები უხუცესი ქალბატონი - ელო წიწუაშვილი, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, გამოიფინა ქართული რეწვის ნიმუშები, მოეწყო ფშაური სამზარეულოს კუთხე, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ტრადიციულ ფშაურ სამზარეულოს.
სახალხო დღესასწაული - „ხადორობა“ წელს პირველად აღინიშნა და ის ყოველწლიურად ჩატარდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი, მეუფე აბბა ალავერდელი დავითი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი, მერის მოადგილეები ზაზა მიგრიაული და ვანო ნასყიდაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია