weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი და მისი ოჯახის წევრები ცემეს

17:18 ორშაბათი, 17 ივლისი 2017
ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი და მისი ოჯახის წევრები ცემეს ფოტო © "სამხრეთის კარიბჭე"

ახალციხეში, სოფელ ურავლისთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ კოორდინატორს ბეგლარ კაპანაძეს თავს დაესხნენ და ცემეს. ნაცემია მასთან ერთად მყოფი შვილი და 82 წლის მამაც. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ბეგლარ კაპანაძე ცემაში ადგილობრივი თვითმმართველობის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს ადანაშაულებს. მისი თქმით, მათ ფიზიკურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო გაუსწორდნენ.

„მთიდან მოვდიოდი მანქანით, გვერდზე 82 წლის მამა მეჯდა. უკან ბავშვები მოგვყვებოდნენ მარშუტკით. გამგეობისა და მერიის ხალხი გზაზე ქეიფობდა. ჩემი გაჩერება სცადეს, მაგრამ არ გავჩერდი. მერის ყოფილი მოადგილე, ზაზა გელაძე იყო იქ. მასთან არჩევნების დროს ჩხუბი ბევრჯერ მომივიდა, შეურაცხყოფა მომაყენა. ვიცოდი რაც მოხდებოდა, ამიტომ გზა გავაგრძელე. გზა სამი მანქანით გადამიკეტეს. არჩევნების ამბებს მიხსენებდნენ, „ნაციონალებთან“ ერთად როგორ იყავიო. უცენზურო სიტყვებს ყვიროდნენ. ზაზას კარგად ვიცნობ, რადგან დაპირისპირება ადრეც მოგვსვლია. სხვები სახეზე ვიცი, სახელებით და გვარებით ვერ ვცნობ ყველას. მომვარდნენ და მანქანიდან გადმომიღეს. რაც მახსოვს სამჯერ დამარტყეს, მერე გონება დავკარგე“, - ამბობს ბეგლარ კაპანაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში.

სამივე დაშავებული - ნოდარ, ბეგლარ და ზურაბ კაპანაძეები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალსში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ მრავლობითი დაჟეჟილობები და ტრავმები აღენიშნებათ.

ზაზა გელაძე, რომელიც ახალციხის მერის მოადგილის თანამდებობას 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე იკავებდა, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადასტურებს, რომ ურავლის ტყეში ნადვილად იყო, თუმცა ჩხუბის ფაქტს უარყოფს.

„ალბათ მე მიცნო და ჩემ სახელს იმიტომ ახსენებს. საერთოდ არაფერი ყოფილა. არვიცი ეს ადამიანი რაზე ლაპარაკობს. თუ რაიმე ბოღმა აქვს ჩემ მიმართ იმის გამო რომ ის „ნაციონალია“ და მე „ოცნებაში“ ვარ, არვიცი“, - ამბობს გელაძე.

გამოცემის ინფორმაციით, ჩხუბს აგარის მონასტრის ბერი, მამა დავითი შეესწრო, რომელიც ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეების გაშველებაში მიიღო მონაწილეობა და სამი დაშავებული მამაკაცი მიკროავტობუსში მოათავსა. ჩხუბში მონაწილე პირების ვინაობა მისთვის უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]