weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

დირექტორი მე ვარ და არ ვთვლი, რომ „რუსთავი 2“-მა რაიმე უნდა გაასაჩივროს – პაატა სალია

16:16 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა ტელეკომპანიის იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებები „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმებისა და დირექტორად პაატა სალიას რეგისტრაციის შესახებ უნდა გაასაჩივროს.

„ჩვენ, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტროს ამ ქმედებებს აუცილებლად გავასაჩივრებთ და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ ჩვენი უფლებების დასაცავად. […] ეს არის საკმაოდ მძიმე ბრძოლა, რომელიც მალე დაიწყება“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, მისთვის უცნობია, რა სტატუსით აპირებს იურისტი გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

„ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ეს ყველაფერი ისეთი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატისგან და იურისტისგან, როგორიც არის ჩვენი არხის ერთ-ერთი იურისტი. იგი საუბრობდა, რომ აპირებს რაღაც გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მე არ ვიცი, რა სტატუსით შეეცდება ის ამის გაკეთებას და თუ ის თვლის, რომ აღარაა გუნდის ნაწილი და ამ კომპანიის თანამშრომელი, არჩევანი მისია. ეს კომპანია დღეს არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და მე არ ვთვლი, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მით უმეტეს, რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი უკვე აღარ არსებობს“, – განაცხადა პაატა სალიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]