weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნაში დარღვევა ვერ დავინახეთ – ლომჯარია „რუსთავი 2“-ზე

16:42 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშს კანონი არ დაურღვევია, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გაუქმების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.

„რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, ზოგადად, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა გადის და ეს ამ შემთხვევაშიც ასეა. თუმცა, საქმე ეხებოდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, ანუ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგმა აი, ამ საბოლოო გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად. მან მოხსნა დროებითი ღონისძიება, რამაც ახალ მესაკუთრეს მისცა შესაძლებლობა, რომ მოეთხოვა დაუყოვნებლივი აღსრულება. შეიძლება ვისაუბროთ მიზანშეწონილობაზე - რა შეიძლება ყოფილიყო უკეთესი, თუმცა, ამ შემთხვევაში, იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა ახალმა მესაკუთრემ, კანონის დარღვევა ვერ დავინახეთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილის მფლობელად მისი, ხოლო 40%-იანი წილის მფლობელად მისივე კუთვნილი კომპანიის „პანორამას“ დარეგისტრირება მოითხოვა. ამის შემდეგ, იმავე დღეს, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. დროებითი ღონისძიება 2019 წლის 18 ივლისს გაუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]