weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ეკა ბესელია ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა იყო – ზარდიაშვილი

17:11 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია ვირთხას შეადარა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ფარულ თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ზარდიაშვილის თქმით, უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია სწორედ ბესელიას გაჰქონდა და ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს აწვდიდა.

„ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს. იმ ცნობილი უმრავლესობის სხდომიდან, სადაც ეკა ბესელიასთან მიმართებაში დაისვა კორუფციასთან მის სიახლოვეზე კითხვები, რატომღაც ამ ინფორმაციას არ გაუჟონია. მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, რომ ვითომ ირაკლი კობახიძემ მოუხადა ეკა ბესელიას ბოდიში. არადა იმ შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბესელიას, კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. რატომღაც ამ ინფორმაციამ არ გაჟონა. შესაბამისად, არ აწყობდა ეკა ბესელიას ამ ინფორმაციის გაჟონვა“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესები იცოდა.

„დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან პირდაპირ მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან გუნდის ინფორმაციები. საბოლოო ჯამში, ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან მოქმედებს და მას სხვა ინტერესი არ გააჩნია“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

დეპუტატის ამ განცხადებებს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და „შაბათის კურიერის“ წამყვანი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ზარდიაშვილთან ინტერვიუთი დგინდება, რომ „მმართველი პარტია ახორციელებს, მის უკანონო, ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება“. მელაძე მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დეპუტატის განცხადებაზე რეაგირება მოახდინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]